საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3877-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 707 ადამიანს დაუდასტურდა, 592 პაციენტი გამოჯანმრთელდა.