საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 567-ს შეადგენს.
ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსი 390 ადამიანს დაუდასტურდა, 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.