საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 06.03.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 567-ს შეადგენს.

ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსი 390 ადამიანს დაუდასტურდა, 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.

მსგავსი