საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3751 -ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს დაუდასტურდა, 415 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 მარტს „კოვიდ-19“-ით საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.