საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 563-ს შეადგენს.
ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 მარტს საქართველოში კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.