საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 408-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 778 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი.

გუშინ, 30 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1 915 შემთხვევა გამოვლინდა, 5 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.