საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  7 329-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 915 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი. 

გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.