საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 76 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი.
გუშინ, 28 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 4 247 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 053, 74 პაციენტი კი გარდაიცვალა.