საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 806-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 210 პირს, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა.