საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 347-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 829 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, გარდაიცვალა 54 ადამიანი.