საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 977-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 571 პირს, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი.
7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი, გარდაიცვალა 50 ადამიანი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ სერვერებზე შეფერხებების გამო, 7 სექტემბრის კოვიდსტატისტიკაში ყველა შემთხვევა ვერ მოხვდა.