საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 035-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 455 პირს, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი.
გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 571 შემთხვევა გამოვლინდა, 3 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.