საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 146-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 762 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.