საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 300-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 24 616 პირს დაუდასტურდა, 18 221 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 7 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 11 235 შემთხვევა გამოვლინდა, 17 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.