საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 404-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 22 444 პირს დაუდასტურდა, 13 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 9 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 25 161 შემთხვევა გამოვლინდა, 16 789 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.