საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 628-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 19 049 პირს დაუდასტურდა, 18 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 14 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 4 028 შემთხვევა გამოვლინდა, 22 517 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.