საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stop.cov.ge გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 279-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 128 პირს დაუდასტურდა, 3 310 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, გუშინ 11 აგვისტოს საქართველოში 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 635 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.