საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 344-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 410 პირს დაუდასტურდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 4 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 950 შემთხვევა გამოვლინდა, 2 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.