საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 060-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 26 320 პირს დაუდასტურდა, 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, პირველ თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 24 201 შემთხვევა გამოვლინდა, 10 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.