საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 742-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 436 პირს დაუდასტურდა, 4 483 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 467 შემთხვევა გამოვლინდა, 1 790 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.