საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 024 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 470 შემთხვევა გამოვლინდა, 2 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა.