საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 771-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 14 405 პირს დაუდასტურდა, 24 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 17 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 644 შემთხვევა გამოვლინდა, 24 110 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.