საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 102-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 23 664 პირს დაუდასტურდა, 8 326 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 2 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 26 320 შემთხვევა გამოვლინდა, 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.