საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 774-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 15 762 პირს დაუდასტურდა, 5 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 24 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 7 947 შემთხვევა გამოვლინდა, 5 550 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.