საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 141-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 22 263 პირს დაუდასტურდა, 15 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 3 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 23 664 შემთხვევა გამოვლინდა, 8 326 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.