საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 749-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 910 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 646 პაციენტი, გარდაიცვალა 47 პაციენტი.