საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 246-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 235 პირს დაუდასტურდა, 17 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 19 098 შემთხვევა გამოვლინდა, 17 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.