საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 945-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 17 265 პირს დაუდასტურდა, 5 947 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 29 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 18 274 შემთხვევა გამოვლინდა, 8 400 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.