საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5910-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 827 პირს დაუდასტურდა, 1 895პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 2 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი, 23 კი გარდაიცვალა.