საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 174-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 23 134 პირს დაუდასტურდა, 17 594 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 4 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 22 263 შემთხვევა გამოვლინდა, 15 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.