საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 853-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 654 პირს დაუდასტურდა, 1 319 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 31 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი, 27 კი გარდაიცვალა.