საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 187-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 842 პირს დაუდასტურდა, 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 8 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 622 შემთხვევა გამოვლინდა, 1 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.