საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 084-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 344 პირს დაუდასტურდა, 3 376 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, გუშინ 7 აგვისტოს საქართველოში 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 735 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი.