საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 499-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 1 562 პირს დაუდასტურდა, 1 490 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 17 მაისს საქართველოში კორონავირუსის 504 შემთხვევა გამოვლინდა, 2 038 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.