საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 727-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“1 056 პირს დაუდასტურდა, 1 071 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 27 მაისს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  1 481 პაციენტი გამოჯანმრთელდა.