საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 ტესტი. შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 403 ადამიანი.