საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 643 პირი.