საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 963 პირი.