საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 148-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 723 პირს დაუდასტურდა, 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.