საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 148-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 723 პირს დაუდასტურდა, 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.