საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 656-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 460 პირს დაუდასტურდა, 1 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა.