საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 281 -ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 1 089 პირს დაუდასტურდა, 1 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 8 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 564 შემთხვევა გამოვლინდა, 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.