საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 951-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  1 023 პირს დაუდასტურდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 307 ადამიანი დაინფიცირდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.