საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 893-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 832 პირს დაუდასტურდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 4 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 779 ადამიანი დაინფიცირდა, 959 პაციენტი  გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.