საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 055 -ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი.