საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 933-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 608 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.