საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 773 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 360 პირს დაუდასტურდა, 1 195 პაციენტი გამოჯანმრთელდა.