საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 ტესტი, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 311 პირი.