საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 739-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 986 პირს დაუდასტურდა, 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 071 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.