საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 327-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 980 პირს დაუდასტურდა, 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა.